კომპანიის შესახებ
"მოგო ჯორჯია“ საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის, Eleving Group-ის, წევრი კომპანიაა. Eleving Group აერთიანებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და დღეს მსოფლიოს 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Eleving Group უკვე წლებია მოხვედრილია Financial Times-ის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიების რეიტინგში და ამჟამად 2 500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
„მოგო ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დავალიანებების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც ჩაერთვება ვადაგადაცილებული პორტფელის მართვის პროცესში და აქტიურ კომუნიკაციას წარმართავს კლიენტებთან.